ნიკა მელიას მიერ, სხვა პლატფორმიდან ბრძოლის დაანონსებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" მხოლოდ სახელი დარჩა, თუმცა მათში ერთიანობა აღარ არსებობს.
"ნაციონალური მოძრაობა როგორც სახელი დარჩა, მაგრამ როგორც ერთიანი მოძრაობა აღარ არსებობს. ცუდი ის არის, რომ არავინ არ ემიჯნება იმას, რასაც მძიმე დანაშაულების პერიოდი ჰქვია. ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის. ერთნი, რომლებიც ყრილობას ატარებენ და უნდათ შემოაბრუნონ სიტუაცია, თუ მეორენი, რომლებმაც ყრილობა უკვე ჩაატარეს და აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი,“ - აცხადებს გია ვოლსკი.