05 დეკემბერი 2023,   08:38
ვრცლად
გენერალური პროკურორი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 28-ე გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს
გენერალური პროკურორი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 28-ე გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს. ირაკლი შოთაძემ კონფერენციის პირველი სამუშაო სესია გახსნა.
 
პლენარულ სესიაში თემაზე - “პროკურატურის ორგანიზაციისა და საქმიანობის ხელახალი შეფასება” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურორები მონაწილეობდნენ.
 
ირაკლი შოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია პროკურატურის მიერ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
 
ასევე, საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც პროკურატურა წარმატებით თანამშრომლობს ევროპის საგამოძიებო უწყებებთან.
დღის ამბები