22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
მთავრობას თუ არ ესაუბრება თავისი ვოიაჟის შედეგების შესახებ, ხალხს მაინც აუხსნას რა წაიღო და რით წამოვიდა - გია ვოლსკი პრეზიდენტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია არა ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ევროპული ვოიაჟის შედეგების შესახებ. მისივე შეფასებით, ამჟამინდელი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანაკში იმყოფება.

"ამ ვოიაჟის ცალკეული ეპიზოდების შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით. ერთადერთი, ვიცით, რომ ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული პრობლემებია და სერიოზული ბრალდებებიც წამოაყენა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. ამის თაობაზე თუ ზუსტი ინფორმაცია არ მიაწოდა, შეიძლება შევაფასოთ, როგორც უკვე ფაქტობრივად, საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფ პოლიტიკოსად. ვფიქრობ, მას ანგარიში აქვს ჩასაბარებელი არა ნინო ლომჯარიასთან, არც ქალ დეპუტატებთან, ვისაც პატივს ვცემ, არამედ ხალხთან. მთავრობას თუ არ ესაუბრება თავისი ვოიაჟის შედეგების შესახებ, ხალხს მაინც აუხსნას რა წაიღო და რით წამოვიდა,"- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები