16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
სამაგისტრო პროგრამა, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრს აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება, მსგავსი მომდევნო წლისთვისაც არის გათვალისწინებული - გიორგი ამილახვარი

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში მოეწყო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ესაუბრნენ.

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მსგავსი პროგრამის განხორციელება მომავალი წლისთვისაც არის გათვალისწინებული.

"ბატონ ირაკლის აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება განათლების სფეროსადმი, მან კარგად იცის რას ნიშნავს ცოდნა, ცოდნის ფასი და რაც მთავარია, იმ ცოდნის ფასი, რომელიც თქვენ მიიღეთ უკვე იმ უნივერსიტეტებში, სადაც იყავით. ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდება, გაფართოვდება. რა თქმა უნდა, ის საფირმო ნიშანი, ე.წ. სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ამ ცენტრს აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება. წლიდან წლამდე, იცით, რომ ბიუჯეტი იზრდება და მომდევნო წლისთვისაც მსგავსია გათვალისწინებული.

ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ და წეღან გავუზიარე კოლეგებს სამინისტროში, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ სერვისები, რომ როგორც კურსდამთავრებულებთან, ასევე არსებულ სტუდენტებთან, ვინც ახლა იმყოფებიან საზღვარგარეთ, გავააქტიუროთ მათთან ურთიერთობა, ჩავერთოთ მათი საჭიროებების მოგვარებაში, შევთავაზოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, ვინც წარმატებულია, მას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, ვინც სამსახურის ძიებაშია, რა თქმა უნდა, ამ ცოდნის დაკარგვა არ შეიძლება და ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ცენტრთან ვიმუშავებთ, რომ აღნიშნული სერვისები დაიხვეწოს," - განაცხადა განათლების მინისტრმა.

დღის ამბები