06 ოქტომბერი 2024,   19:58
ვრცლად
22 საბრძოლო შეტაკება ფრონტის ხაზზე - უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება

უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. თავდაცვის ძალებსა და რუსულ ჯარებს შორის ფრონტზე 22 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების იერიში ლიმანსკის, მარინკას, შახ- ტარსკისა და ზაპოროჟიას მიმართულებით მოიგერიეს. მათივე ინფორმაციით, გრძელდება კონტრ-იერიში მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.

ღამით სამხრეთით ოლქებში საჰაერო განგაში ჩაირთო. მოსახლეობა დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას , გერმანიამ უკრაინას ახალი პაკეტი გადასცა. დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალისთვის ტყვია-წამალს, ათობით ყველგან-მავალს და სხვა ტექნიკას.A

დღის ამბები