29 აგვისტო 2026,   13:43
ვრცლად
დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდადებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა.

კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დღის ამბები