16 სექტემბერი 2024,   23:26
ვრცლად
დადიანის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლულია, დაკავებულია მისი მეგობარი - შსს

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც დადიანის ქუჩაზე გუშინ იპოვეს, მოკლულია. დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს," - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამისნიტროს განცხადებაში. 

 

დღის ამბები