20 აგვისტო 2026,   23:30
ვრცლად
იმერეთში, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცის ფარგლებში, ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ლევან სანიკიძემ, ბესიკ გოფოძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ ადგილზე დაათვალიერეს.

აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პროექტის ფარგლებში ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით. შიდა ინფრასტრუქტურის გარდა, მოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფონდის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ღირებულება 2 მილიონ 243-ათას 845 ლარია.

დღის ამბები