19 სექტემბერი 2024,   19:57
ვრცლად
რუსთავში "რუსთავქალაქობა" აღნიშნეს

რუსთავში "რუსთავქალაქობა" აღნიშნეს. დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი რუსთავის ისტორია იყო. ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე 25 წელია აღნიშნავენ.

"რუსთავქალაქობა" საზეიმო კონცერტით დასრულდა, საღამოს ყველა თაობის, სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები