06 ოქტომბერი 2024,   21:58
ვრცლად
რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დაიწყო

რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარის რეაბილიტაცია, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემის მოწყობა და რეკრეაციული ზონების შექმნა იგეგმება.

ამავე პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რუსთავის მერია, კიდევ ორ ლოკაციაზე გეგმავს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ტერიტორიაზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელიც განახლდა.

პროექტი, ცენტრალური და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები