06 ოქტომბერი 2024,   21:47
ვრცლად
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი ძალაში რჩება, თუმცა იზრდება 4 საათით.

ამ ტიპის ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. გადაწყვეტილების საფუძვლად მოძრაობის ინტენსივობის შემცირება სახელდება, ამასთან, დასრულდა გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები.

დღის ამბები