06 ოქტომბერი 2024,   19:57
ვრცლად
ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ისრაელში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ.

"აქ ვართ, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა მას შემდეგ, რაც ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ "ჰამასი", გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამსუბუქებლად," - წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები