15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ჰამასისთვის" ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება არ აქვს" - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ბოლო 24 საათში, ღაზის სექტორში კიდევ 300-მდე პალესტინელი დაიღუპა. სამინისტრო ირწმუნება, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. დილის მონაცემებით, ისრაელის მიერ საჰაერო შეტევებს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 2329 პალესტინელი 9700-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

"ჰამასის" იერიშის შედეგად, ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი განთავსდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, მიმდინარე კვირის დასაწყისში იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით "ჰამასი" მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. მისივე განცხადებით, ადამიანების სიცოცხლის დაცვა არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ამ პოზიციის დასაფიქსირებლად "ტვიტერში" პოსტი გამოაქვეყნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კი ისრაელის მოქმედებები სცდება თავდაცვას. მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქცენტს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე აკეთებს, რომელიც საჰაერო იერიშების მიტანას ახლავს თან.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ჰამასმა მშვიდობიან მოქალაქეებს ბარიერი შეექმნა, რათა არ გასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას.

მისივე თქმთ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასისთვის" ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება არ აქვს.

„ჰამასმა გააფრთხილა თავისი მშვიდობიანი მოქალაქეები, არ დაეტოვებინათ ადგილი. როდესაც ხალხმა არ მოუსმინა ჰამასის მოწოდებებს და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, ჰამასმა მათთვის შექმნა ბარიერები და ფიზიკურად შეაფერხა ხალხის ნაკადი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასისთვის" ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება არ აქვს. ჩვენ წარმოვადგინეთ ამ ინციდენტების ამსახველი კადრები, აქ ჩანს კოლონის შეფერხება სატვირთო მანქანების გამოყენებით, ასევე არის კადრი, რომელიც ასახავს აფეთქებას.

ჩვენ ვაპირებთ ასეთი ფაქტების დემონსტრირებას. ღაზას სექტორიდან გამოსული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჰამასი ავრცელებს უკიდურესი სიფრთხილით და ეჭვით უნდა იქნას განხილული", - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა. 

დღის ამბები