მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე განმარტავს, თუ რატომ არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი შემადგენლობის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, მისი მოსაზრება არანაირ ზეწოლას არ ექვემდებარება და პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სამართლებრივად სწორად მიიჩნევდა.
"ხან გვაქვს [რეზონანსულ საქმეებზე განსხვავებული პოზიცია] ხან არ გვაქვს... არანაირი "ტერა-ინკოგნიტა" ეს არ არის. მოსამართლეს აზრი ხან რაღაცას ემთხვევა, ხან არაა.. ყოფილა უმრავლესობის პოზიციებთან თანხვედრა, ყოფილა უმცირესობასთან, ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი ამბავია.
იცით, მე, ზოგადად, დავალებული არავისგან არ ვარ. მოსამართლე საზოგადოების ზეწოლასაც უძლებს, რა თქმა უნდა, და, ზოგადად, სასამართლოს კრიტიკა დასაშვებ ფარგლებში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს გარკვეულ ზღვარს არ უნდა გასცდეს.
მე არანაირი საფრთხე არ მქონდა. არანაირი გავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ არასოდეს და არც ახლა... ეს ჩემი პოზიციაა, რასაც მე ხელს ვაწერ. დანარჩენი სრული თავისუფლებაა აქვთ ადამიანებს ისაუბრონ ის, რაც მათ მიაჩნიათ მათ პოზიციად," - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.