06 ოქტომბერი 2024,   22:41
ვრცლად
სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა, სადაც 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა

სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა.

შპს "ჯივიენი" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც ერთდროულად 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი. ის სოფლის განვითარების საააგენტოს ბენეფიციარია.

საწარმოში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორისაა USAID-ის გრანტი 75 ათასი დოლარი, სახელმწიფო თანადაფინანსება 500 ათასი ლარია.

საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

დღის ამბები