06 ოქტომბერი 2024,   20:38
ვრცლად
ისრაელის ცნობით, ღაზაში 222 მძევლის ყოფნა დადასტურდა - მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 222 მძევლის ყოფნა დადასტურდა. თავდაცვის ძალების ცნობით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება. ისრაელის ავიაციამ "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორი დილით ისევ დაბომბა. ავიადარტყმები მიიტანეს ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებზე.

ბოლო 24 საათში, იერიშებს ღაზაში 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის არმიის დაქვემდებარებაში არსებული ტანკიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად, ეგვიპტის სასაზღვრო პუნქტის 7 წარმომადგენელი დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ღაზას სექტორში რიგით მეორე კოლონა, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კიდევ 20 მანქანა შედიოდა. თელ-ავივმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. დაწყებულია გამოძიება.

გარდა ამისა, ავიაციამ შეუტია ლიბანში არსებულ "ჰეზბოლას" ორ სამიზნეს, საიდანაც, თელ-ავივის მტკიცებით, ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება იგეგმებოდა.

დღის ამბები