22 აგვისტო 2026,   14:04
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილემ იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების მინისტრის მოადგილემ იტალიური ენის 23-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თამარ მახარაშვილმა საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოსა და იტალიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იტალიის საელჩოსთან და არა მხოლოდ მასთან, არამედ იტალიური ენისა და კულტურის პროგრამა «მინერვასთან» ერთად თანამშრომლობს ძალიან აქტიურად 2018-2019 წლიდან. სწორედ ამ პერიოდიდან ჩვენ შევძელით, რომ 61 სკოლაში შეგვეტანა იტალიური ენა, როგორც მეორე ან მესამე უცხოური ენა. 2023 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა იტალიური ენის მასწავლებლებს, რომ მათთვის დაეორგანიზებინა საგნის გამოცდა," - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში იტალიური სიმღერის კონკურსი გაიმართა, რომლის ფინალში ცხრა საჯარო სკოლა და ერთი კერძო სკოლის კონკურსანტი მონაწილეობდა.

გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სერტიფიკატები და სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

დღის ამბები