06 ოქტომბერი 2024,   20:01
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ღამით რეიდი განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ღამით რეიდი განახორციელეს. ქვეითი ძალებითა და ტანკებით, იერიში მიიტანეს ტერორისტების ინფრასტრუქტურასა და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო ობიექტებზე.

მათი ინფორმაციით, ეს "ომის შემდეგი ეტაპებისთვის" მომზადების ნაწილია, რაც სრულ სახმელეთო შეტევას გულისხმობს.

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. ანკლავში საწვავის დეფიციტია, რომელიც საავადმყოფოებსა და თავშესაფრების ფუნქციონირებასთან ერთად, სასმელი წყლის გადამუშავებისთვისაა საჭირო.

ღაზაში მომუშავე გაერო-ს მთავარი სააგენტოს განცხადებით, ისინი იძულებულები იქნებიან რამდენიმე საათში, საწვავის ნაკლებობის გამო, ოპერაციები შეაჩერონ, რაც ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა გაიმეორა, რომ ისინი ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადებიან. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ამის შესახებ, "სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს" მაგრამ, როდის ამას ჯერჯერობით არ ამბობს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დროს კი, რუსეთმა და ჩინეთმა - ისრაელ-"ჰამასის" ომთან დაკავშირებით, ამერიკის შემოთავაზებულ რეზოლუციას ვეტო დაადეს. უარი უთხრეს რუსეთის რეზოლუციასაც, რომელმაც უკვე მეორედ, მინიმალური ხმების რაოდენობაც ვერ მოაგროვა.

დღის ამბები