18 ოქტომბერი 2024,   09:20
ვრცლად
ტრაგედია კახეთში - დედოფლისწყაროში 3 წლის ბავშვი დაიღუპა

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - არსებული ინფორმაციით, სოფელ არხილოსკალოში 3 წლის ბავშვი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა ვეფხვისა და მოყმის მემორიალთან მოხდა. მემორიალის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა.

ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დღის ამბები