29 აგვისტო 2026,   13:23
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. 3,5 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები ევროსტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 2 სართულიანი შენობის გამაგრებას და სრულ რეაბილიტაციას.

ასევე, სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. სრულად განახლებული სკოლა სასწავლო პროცესს მომავალი სასწავლო წლიდან განაახლებს.

დღის ამბები