ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.
„რაც შეეხება გვარამიასა და სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ, ზურაბიშვილისგან, ზოგადად, არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს, არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. თქვენ იცით, რომ მას თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა, მისგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, ვნახოთ, ეს მისი საქმეა, იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - განაცხადა კობახიძემ.