საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას გუშინდელი განცხადების შემდეგ, რცხვენია რომ ამ კომიტეტის შემადგენლობაშია.
მისი თქმით, ირაკლი ბერაიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
"გუშინდელს მერე, მე მრცხვენია, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ვარ და მე მრცხვენია, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ძალიან ამაზრზენი საქციელის გამო. მე არ ვიცი, მის ტვინში როგორ მოიხარშა ეს სიტყვათწყობა და როგორ ამოთქვა ქალის მიმართ ასეთი რამ. ეს რაღაც ყასიდად ნათქვამი ბოდიში არაფერში არ ითვლება. ბოდიში მისგან უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით, შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთა.