19 სექტემბერი 2024,   05:18
ვრცლად
ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიას ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი, პარასკევ,ს ისრაელსა და იორდანიას ეწვევა. მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენი ლიდერებთან შეხვედრისას გაიმეორებს ისრაელის მხარდაჭერის მოწოდებებს და უბიძგებს სამხედროებს ოპერაციების საერთაშორისო სამართლისა და ომის კანონების სრული დაცვით ჩატარებისკენ.

ღაზიდან "რაფაჰის" გადასასვლელით აშშ-ისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პირველი ჯგუფი ეგვიპტეში გადავიდა. მეთიუ მილერის თქმით, დაახლოებით 400 ამერიკის მოქალაქეა, რომლებმაც ღაზის სექტორიდან გასვლის სურვილი გამოთქვეს და ეს რიცხვი ათასამდეა, თუკი ამ მოქალაქეების ნათესავებსაც ჩავთვლით. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოელის, რომ აშშ-ის მოქალაქეებისა და სხვების გასვლა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები