19 აგვისტო 2026,   15:28
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ხუთ ოლქში საჰაერო განგაში ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ 5 ოლქში საჰაერო განგაში რუსული ავიაციის აქტივობის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სუმის ოლქის 7 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 100-ზე მეტი აფეთქება.

ოკუპანტების მიერ, ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა ერთი მამაკაცი. დაიბომბა ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიც, დაშავებულია 2 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს კუპიანსკის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტარის მიმართულებებით.

რაც შეეხება დახმარებას, უკრაინამ საფრანგეთისგან 40 ჯავშანმანქანა მიიღო, რომლებიც დაზვერვისა და საბრძოლო მიზნებისთვის გამოიყენება.

 

დღის ამბები