20 აგვისტო 2026,   23:11
ვრცლად
"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ ბადრაგს, ბრალს დღეს წარუდგენენ

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ ბადრაგს, ბრალს დღეს წარუდგენენ. შესაბამისად, დაზუსტდება კონკრეტულად რას ედავება გამოძიება ივერი ნატრიაშვილს.

37 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. არ არის გამორიცხული სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი კი, კვლავ გლდანის ციხეში იმყოფება. 24 საათიანი თავისუფლების სანაცვლოდ, მათ ციხეში დამატებით რამდენიმე წლის გატარება მოუწევთ. მუხლი, რომელიც მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას ეხება, 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები