15 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
განსაკუთრებით გააქტიურებულები არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირებას ცდილობდნენ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას არ მიაღწიოს.  

"განსაკუთრებით გააქტიურებულები არიან ის ადამიანები, ვინც საბოტაჟირებას ცდილობდნენ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს ევროინტეგრაციის. ეს არის პირველ რიგში "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ე.წ. მდიდარი ენჯეობი, რომლებმაც სახე დაკარგეს, რაც უფრო მოახლოებულია პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი.

სულ უფრო მეტი ევროპელი აქტორი საუბრობს, რომ საქართველოს მიმართ იყო უსამართლო გადაწყვეტილება და ახლა უნდა გამოსწორდეს ეს ევროკომისიისა და შემდეგ ევროპული საბჭოს მხრიდან. ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებენ ამ საკუთარ ანტი ქართულ და ანტი ევროპულ ისტერიას.

ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა რადიკალური ოპოზიცია ამხილეს ღალატში," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები