23 აგვისტო 2026,   11:07
ვრცლად
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან შეძენას ითვალისწინებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო დემონტაჟს ექვემდებარება.

მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია "სახლდაზიანების პროგრამა" ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი არის უზრუნველყოფილი.

დღის ამბები