09 ივლისი 2024,   01:14
ვრცლად
ჩვენი თავდაცვის ძალები მზად არიან იბრძოლონ გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც დასჭირდებათ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. სამიზნე "ჰამასის" ობიექტები და ინფრასტრუქტურაა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ლიკვიდირებულია "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერი.

სარაკეტო იერიშების შედეგად დაბომბილი საავადმყოფოში, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ღაზაში უმძიმესი კრიზისის გამო, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ისრაელს ჰუმანიტარული პაუზა შესთავაზა, თუმცა პრემიერ მინისტრი-ბენიამინ ნეთანიაჰუ წინადადებას არ თანხმდება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, "ჰამასის" წინააღმდეგ გამარჯვებამდე იბრძოლონ და არ აქვს მნიშვნელობა ამას რა დრო დასჭირდება.

მისივე თქმით, "ისრაელს "ჰესბოლასთან" ომის არავითარი ინტერესი არ აქვს, მაგრამ "ჰეზბოლა" თუ დაუშვებს შეცდომას და გადაწყვეტს ომში შესვლას, ის გადაწყვეტს ლიბანის ბედს".

"ისრაელმა 7 ოქტომბერს "ჰამასის" საშინელი თავდასხმით და მისი სისასტიკით კარგად დაინახა, რომ "ჰამასს" არ აქვს საზღვრები. ჩვენი თავდაცვის ძალები მზად არიან, იბრძოლონ გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც დასჭირდებათ. ამას ერთი წელიც რომ დასჭირდეს, ისრაელმა მისია უნდა დაასრულოს. ომის დასრულების შემდეგ, ღაზაში "ჰამასი" არ იქნება. ისრაელი და აშშ კოორდინირებული არიან ამაზე. რაც შეეხება "ჰეზბოლას", ისრაელს მასთან ომის არავითარი ინტერესი არ აქვს, მაგრამ "ჰეზბოლა" თუ დაუშვებს შეცდომას და გადაწყვეტს ომში შესვლას, ის გადაწყვეტს ლიბანის ბედს", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

დღის ამბები