08 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო" - შსს სოფელ კირბალთან მომხდარ მკვლელობასა და გატაცებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები