19 სექტემბერი 2024,   04:17
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას, ვიდრე "ჰამასი" ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს, თუმცა დასძენს, რომ მოკლე პაუზებისთვის მზადაა

ახლო აღმოსავლეთში ომის ერთი თვე შესრულდა. "ჰამასის" განადგურების მიზნით, ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშებს აძლიერებს. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაიბომბა "ჰამასის" 450 სამიზნე, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გამშვებები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას, სანამ "ჰამასი" ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს, თუმცა დასძინა, რომ მოკლე პაუზებისთვის მზად არის. ABC News-თან ინტერვიუში, ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე აცხადებს, რომ ისრაელს ღაზას სექტორის უსაფრთხოების შესახებ ზოგადი პასუხისმგებლობა, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, განუსაზღვრელი ვადით დაეკისრება.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც კონფლიქტის შეჩერებას ისახავს მიზნად.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი ისრაელისთვის 320 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს. პაკეტი, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ძირითადად, ზუსტ მართვად ბომბებს მოიცავს. დახმარებას კონგრესის კომიტეტებმა მხარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ომის დაწყებამდე დაუჭირეს.

დღის ამბები