"ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული და განუხრელი არჩევანია, რისთვისაც საქართველოს სახელისუფლებო გუნდი უწყვეტად მუშაობს" - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას.
მინისტრმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად და უკავშირდება ჩვენს მისწრაფებას და მზადყოფნას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე," - აღნიშნავს თეა ახვლედიანი.