მნიშნელოვანი გზავნილი ევროპიდან საქართველოსთვის - ევროკომისიის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ისტორიულს უწოდებენ და ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია დაუღალავი შრომის შედეგია.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის, რომ საქართველო ევროპის მიერ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით აღიარებულ იქნა როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად უახლოეს პერიოდში გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ის წინსვლა და პროგრესი, რაც ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისკენ არის მიმართული საბოლოოდ უკვე რეალურ სახეს იღებს," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
მათივე თქმით, ქვეყანა სწრაფი ტემპით ვითარდება და ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და ევროინტეგრაციის პროცესი წინ წავიდა. ვულოცავ ყველას, ხალხს, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს.
ხალხი სწორედაც რომ ახორციელებს ქვეყნის მართვას და ამას ახორციელებს კონსტიტუციის მიხედვით იმ არჩეული მთავრობის მეშვეობით, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს.
6 თუ 7 მაჩვენებელია, რომლის მიხედვით, საქართველო უსწრებს დღევანდელ კანდიდატ ქვეყნებს და ასევე ევროკავშირის და ნატო-ს წევრ რამდენიმე ქვეყანას. ასე რომ, მოწინავე ვიყავით, მოწინავე ვრჩებით და მომავალშიც ამ მიმართულებით ვიქნებით მოწინავენი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.