17 აგვისტო 2026,   07:25
ვრცლად
თეა წულუკიანი სამხატვრო აკადემიაში არქიტექტორ-რესტავრატორისა და კულტურული ფასეულობების რესტავრატორის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა
თეა წულუკიანი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პირველი კურსის იმ ორმოცამდე სტუდენტს შეხვდა, რომლებიც არქიტექტორ-რესტავრატორისა და კულტურული ფასეულობების რესტავრატორის პროფესიას უნდა დაეუფლონ.

საუბრის თემა იყო სასწავლო პროცესი, რესტავრაციის მიმართულების ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბება, პროფესიის პოპულარიზაცია და სფეროს ახალი კადრებით გამდიდრება. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმში სტაჟირების შეთავაზება.
 
მინისტრის თქმით, პირველკურსელთათვის გამოიყო 20 ადგილი.
 
"ახალ რექტორთან სამხატვრო აკადემიაში, ახალ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდით და სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩადებულიყო გარკვეული ფინანსური ინვესტიცია და შექმნილიყო 20 ადგილი პირველი კურსელებისთვის და ჩვენ ეს პირველი ჯგუფი მივიღეთ წელს," - განაცხადა თეა წულუკიანმა 
დღის ამბები