15 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"ხაბეიშვილმა ნიკა მელია პარტიიდან ისე გააგდო, რომ მის ადგილზე, თავმოყვარე ადამიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კილომეტრის დისტანციაზეც არ ჩაუვლიდა" - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური, ნიკა მელიას ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ თუკი ნიკანორ მელიას ჰგონია, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალას ნდობის ჯგუფი გადაარჩენს, ცდება.

ასევე, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ხაბეიშვილმა ნიკა მელია პარტიიდან გააგდო.

"თუ ნიკანორ მელიას ჰგონია, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალას ნდობის ჯგუფი გადაარჩენს, ის ისევე ცდება, როგორც ცდებოდა მაშინ, როდესაც ფიქრობდა, რომ მას ვერ დააკავებდნენ.

ნიკანორ მელია "ნაციონალური მოძრაობიდან" "მოსრიალებულია" და ეს ყველაფერი გააკეთა ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილმა ნიკა მელია პარტიიდან ისე გააგდო, რომ, მის ადგილზე, თავმოყვარე ადამიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს, კილომეტრის დისტანციაზეც არ ჩაუვლიდა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ნიკა მელია პარტიის წევრებს სთავაზობს, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ნდობის საბჭომ უნდა აიღოს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქცია. მისი შეფასებით, მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი.

დღის ამბები