15 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
თამაზ გინტურის მკვლელობა იყო უმძიმესი ფაქტი, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო ძალამ - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობა იყო უმძიმესი ფაქტი, რომელიც საოკუპაციო ძალამ ჩაიდინა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან მიმართებით, მყისიერი რეაქცია ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ყველა სახელისუფლებო ორგანოს:

"6 ნოემბერს მოხდა უმძიმესი ფაქტი, ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო ძალამ და რომელიც არის სამწუხარო, მძიმე გამოვლინება იმ ოკუპაციისა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა გავუსწოროთ თვალი თითოეულმა ჩვენგანმა და იმ მოსახლეობამ, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ან საოკუპაციო ხაზის მიღმა. აღნიშნულთან მიმართებით, მყისიერი რეაქცია ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ყველა სახელისუფლებო ორგანოს, რომლის პასუხისმგებლობასაც წარმოადგენდა ეს საკითხი. ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პარტნიორი ჩართო და გამოიყენა ყველა მექანიზმი, შედეგად კი უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები