15 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. 20 პირის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

დღის ამბები