09 ივლისი 2024,   02:29
ვრცლად
აშშ-ის სენატმა მთავრობის დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა - დოკუმენტი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფას არ ითვალისწინებს

შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ. როგორც CNN-ი წერს, დოკუმენტი არ ითვალისწინებს ხარჯებს უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფისთვის.

კანონიერ ძალაში შესასვლელად, კანონპროექტს ხელი ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

პროექტს 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 11 სენატორი იყო. მანამდე დოკუმენტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი.

დღის ამბები