საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებლები, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესზე, ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიან მექანიზმებზე.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს შემუშავებული. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა წარმოადგენს მყარ ფუნდამენტს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის იურიდიული და საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე.