07 დეკემბერი 2023,   00:07
ვრცლად
სოფელ შილდაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ნომერ მეორე საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 020 000 ლარით დაფინანსდა.

ბაღის შენობა, რომელიც 3 ჯგუფზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად აღიჭურვა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კახეთის რეგიონში, 125 პროექტი 53 მილიონი ლარით დაფინანსდა. მათ შორის, განხორციელდა წყალმომარაგების, გზების, ბაღებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები.

 

დღის ამბები