08 სექტემბერი 2024,   03:57
ვრცლად
"საქართველოს დაცვის აქტი" უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში" - "ლელოს" პარლამენტში 9-პუნქტიანი გეგმა შეაქვს

"ლელოს" პარლამენტში განსახილველად "საქართველოს დაცვის აქტი", 9-პუნქტიანი გეგმა შეაქვს, რომელიც რუსების შემოსვლას საქართველოში ზღუდავს და საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარება და მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება.

"ლელოში" ჩვენ გვჯერა, რომ დროა მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს "ლელო" აცხადებს ცხრაპუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი - საქართველოში რუსეთისა და რუსების გავლენის დასრულების მიზნით, იმისათვის, რომ საქართველოს ხალხის ხმა და საჭიროებები იქნას გაგონილი.

ხვალ "ლელოს" საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს "საქართველოს დაცვის აქტს", ცხრაპუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები