22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - "შაჰედის" დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში გამოცხადდა რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში "შაჰედის" დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო.

აფეთქებები დაფიქსირდა ხმელნიცკში. ვრცელდება ინფორმაცია ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 48 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. ლოიდ ოსტინმა პრეზიდენ ზელენსკისა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოაცხადა.

დღის ამბები