08 სექტემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ხობში, ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველების ცნობით, ორი მსუბუქი ავტომობილი, რომელთაგან ერთი ტაქსია, ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე პოლიცია და მაშველებია მობილიზებული.

დღის ამბები