09 ივლისი 2024,   03:46
ვრცლად
"დავიყვირეთ მიშველეთ-თქო და მერე გავითიშე, მეტი არაფერი მახსოვს" - რა გახდა ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში ტრაგედიის მიზეზი

ჭიათურის რაიონში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. სოფელ რგანში სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოები მდინარეობდა, სავარაუდოდ, დაზიანდა საყრდენი კედელი, რის შედეგადაც, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და იქ მყოფი პირები მოიყოლა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებული "კურიერთან" შემთხვევის შესახებ საუბრობს.

"ხარაჩოზე რომ ვიყავი დამარტყა [ტალღამ], გადამაგდო, დავიყვირეთ მიშველეთ-თქო და მერე გავითიშე, მეტი არაფერი აღარ მახსოვს. კედელთან ვმუშაობდით, დამხმარე მოწყობილობაზე ვიდექი, ვსვარკავდი, შემდეგ ეს მოხდა", - იხსენებს შემთხვევის შედეგად დაშავებული.

დღის ამბები