09 ივლისი 2024,   03:47
ვრცლად
უკრაინაში ომის 639-ე დღეა - რუსეთი კიევს თავს დრონებით დაესხა

უკრაინაში ომის 639-ე დღეა - რუსეთი კიევს თავს დრონებით დაესხა. დედაქალაქში მდებარე საბავშვო ბაღში ცეცხლი გაჩნდა, ვრცელდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი თერთმეტი წლის ბავშვია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

"დღეს ლატვიის პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ, ჩვენი მხარე ასრულებს რეკომენდაციებს. ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში. დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირის წევრობისთვის, როგორც ევროპული მხარე გვპირდება. განვიხილეთ ევროკავშირის მხრიდან მისაღები გადაწყვეტილების მექანიზმები. ჩვენი ევროპული ცხოვრების წესის დაცვა უნდა გაგრძელდეს, ევროპის ერთიანობა ამ საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები