საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, თარიღი იმის მიხედვით დაზუსტდება, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება 14 თუ 15 დეკემბერს.
"14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადაწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, სახალხო ეროვნული გამარჯვების ზეიმი, კონცერტი იყოს და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.