18 ივნისი 2026,   16:10
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელია "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში სამეფო კლუბი "ნაპოლის" უმასპინძლებს და, ფრეს შემთხვევაშიც კი, პირველ ადგილს გაინაღდებს.

ნეაპოლელებს 7 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა, ნეაპოლში, მადრიდელების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია და ბერნაბეუზე თავის გამოჩენის შანსი ექნება.

მატჩი დღეს, 23:55 საათზე დაიწყება.

დღის ამბები