14 ოქტომბერი 2024,   22:00
ვრცლად
წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი შეეცდება ზოგიერთი სახის რეკომენდაცია შესრულდეს, თუმცა, ძირითადად მოთხოვნებს არ შეასრულებენ - რომან გოცირიძე

სანამ ბრიუსელი საქართველოს კანდიდატის სტატუსს გაუფორმებს, თბილისში დისკუსიის საგანი ისევ ის არის, ვინ შეუერთდება 9 დათქმის შესრულების პროცესს.

ოპოზიციის ნაწილი მზად არის ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის წინაპირობად, მათი ინიციატივების განხილვას ასახელებს. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადები და პასუხისმგებელი უწყებებიც. 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს მმართველ გუნდს. 

რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ შეეცდება ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულებას, თუმცა ძირითად მოთხოვნებს მაინც არ შესრულებს. 

"წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ზოგიერთი სახის რეკომენდაცია შესრულდეს. თუმცა, ძირითადად მოთხოვნებს, რომელიც შეეხება წინასაარჩევნოდ ბერკეტების შესუსტებას და ძალაუფლების დაკარგვასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, არ შეასრულებს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

ევროპელი ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღეში გამოაცხადებენ. 

 

დღის ამბები