06 ივლისი 2024,   01:28
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის, სახელწოდებით "ნამდვილი თუ მოგონილი", ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღეს და, BBC Academy-ს მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ.

პროექტი “ნამდვილი თუ მოგონილის?!” საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 14 უნივერსიტეტში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მედიაწიგნიერებაში სულ 450-მდე სტუდენტი გადამზადდა.

დღის ამბები