06 ივლისი 2024,   00:50
ვრცლად
მორიგი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა იმართება. ოფიციალური ცნობით, დოკუმენტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით და სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფორმატი საშუალებას აძლევს სამოქალაქო სექტორს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები გეგმის აქტივობებთან დაკავშირებით და მოისმინონ პასუხისმგებელი უწყებების პოზიციები. შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით და გაეროს სააგენტოების, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით იმართება.

დღის ამბები