21 დეკემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ჩვენ ღირსეულად ვიარეთ ამ გზაზე და დღეს, ევროკავშირში ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი აღიარებს, რომ პერსპექტივის მინიჭება საქართველოსთვის იყო უსამართლო და ქვეყანა იმსახურებდა სტატუსს - რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა "ღამის კურიერის” ეთერში, საქართველოსთვის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მოლოდინები პოზიტიურია და საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რამდენიმე საათი რჩება.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, საქართველო ჯერ კიდევ შარშან, პერსპექტივის მინიჭების დროს, მზად იყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"ცხადია, ნეგატიური ადამიანებისგან მხოლოდ ნეგატიური არის მოსალოდნელი. რადიკალური ოპოზიციისგან არ გვიკვირს ნეგატიური დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველაფრისადმი, განსაკუთრებით იმ პროცესებისადმი, რაც კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისათვის. სინამდვილეში, რამდენიმე საათიღა არის დარჩენილი ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება მართლაც იქნება ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება კიდე უფრო დაახლოებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს პროგრესი ცხადია, იქნება ჩვენი საზოგადოების. ყველა ის პროგრესი, რაც ამ გზაზე ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად გააფორმა, ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში და ეს დინამიკა დღემდე გრძელდება. ჩვენ, როდესაც მივიღეთ პერსპექტივის სტატუსი და ამასთან უსამართლობის შეგრძნება ჰქონდა ყველა ობიექტურ შემფასებელს, ეს პერიოდი გამოვიყენეთ როგორც შესაძლებლობა იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება და რომ ეს გადაწყვეტილება უნდა გამოსწორებულიყო. ჩვენ ღირსეულად ვიარეთ ამ გზაზე, ღირსეულად დავიცავი ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დღეს ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირის ევროკავშირში აღიარებს იმას, რომ პერსპექტივის მონიჭება საქართველოსთვის იყო უსამართლო გადაწყვეტილება და საქართველომ მაშინაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუს. დღეს, როდესაც კანდიდატის სტატუსზე საუბრობენ ხაზ უსვამენ ხელისუფლების მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, პროგრესს, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები